ჭაბუა ამირეჯიბი

ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

ჭაბუა ამირეჯიბი
www.boersenblatt.net

ქართველი მწერალი, რომან "დათა თუთაშხიას" ავტორი რამდენიმეწლიანი ავადმყოფობის შემდეგ დღეს, 13 დეკემბერს, 92 წლის ასაკში საკუთარ სახლში, თბილისში გარდაიცვალა.

ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წელს თბილისში დაიბადა. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს, თუმცა, 1943 წელს სხვა პირებთან ერთად აჯანყების ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯეს, შემდეგ სასჯელი მრავალწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ის სასჯელს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ციხეებში თითქმის 20 წლის განმავლობაში იხდიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მხატვრულ ჟურნალ-გაზეთებში დაიწყო ნაწარმოებების გამოქვეყნება. 

ჭაბუა ამირეჯიბი 2010 წელს ბერად აღკვეცეს და სახელი დავითი უწოდეს.

კომენტარები