მერაბიშვილის სასამართლო პროცესი

სასამართლომ მერაბიშვილის დაცვის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

26 მაისის აქციასთან დაკავშირებული ბრალდების სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ ვანო მერაბიშვილის დაცვის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

26 მაისის აქციასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. დაცვის მხარემ  სამი შუამდგომლობა დააყენა - პროკურორებისა და მოსამართლის აცილება, ასევე აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლა. მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბრალდების მხარემ. პროკურატურამ 26 მაისის გრაფიკული სურათი წარმოადგინა, პროკურორებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია  და მიტინგის დაშლის დროს მოქალაქეები დაიღუპნენ. დღეს შესავალი სიტყვა სასამართლოს წინაშე დაცვის მხარემ ვერ მოასწრო. ადვოკატები შესავალ სიტყვას საქალაქო სასამართლოში 18 დეკემბერს წარმოთქვამენ.

2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.

 

კომენტარები