ლავროვი: როდესაც ცხელი თავები დაწყნარდებიან მავთულხლართები საჭირო აღარ იქნება

ჩვენ ისინი [ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები] ასეთებად ვაღიარეთ. ჩვენ მათთან მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას მეგობრობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი საზღვრებისა და მათ სამხედრო უსაფრთხოებას, იქ ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ასე რომ, ეს ახალი რეალობაა. ამიერკავკასიაში ამ რეალობის აღიარებაა საჭირო. ის ფაქტი, რომ ჟენევის დისკუსიებში სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველო რუსეთთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან, ეუთო-სთან და გაერო-სთან ერთად თანასწორად მონაწილეობენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში, ამტკიცებს იმას, რომ დიალოგის გარდა სხვა გზა არ არსებობს. არსებობს წესები, რომლებიც მსოფლიო პრაქტიკას ასახავენ და ვფიქრობ, რომ მაშინ როდესაც ცხელი თავები დაწყნარდებიან, მავთულხლართიც საჭირო არ იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ჩვენთვის ახლო ერებმა მშვიდობიანად, მეგობრულად და კეთილმეზობლურად იცხოვრონ. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დაბრუნდება დღის წესრიგში

რუსეთი-NATO-ს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ რეგიონებისა და გავლებული მავთულხლართების შესახებ ისაუბრა.

კომენტარები