ოქროს გლობუსი 2014

ვუდი ალენი ოქროს გლობუსის მისაღებად ლოს ანჯელესს არ ეწვევა

theguardian.com

ოქროს გლობუსის ცერემონიაზე კინოში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს ვუდი ალენი მიიღებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, სესილ ბი. დემილის სახელობის ჯილდოს მისაღებად მსახიობი ლოს ანჯელესში არ ჩავა. მის მაგივრად სცენაზე ჯილდოს მისაღებად მისი მუზა და დიდი ხნის მეგობარი დაიან კიტონი ავა.

ფილმების ”ენი ჰოლი”, ”ჰანა და მისი დები”, ”ზელიგი”, ”შუაღამე პარიზში” რეჟისორი, წლებია ამერიკულ კინოდაჯილდოებებს არ ესწრება. ოთხგზის ოსკარისა და ორგზის ოქროს გლობუსის ნომინანტი კინოდაჯილდოებების კონცეფციას სისულელეს უწოდებს. 

”კინოდაჯილდოებების მთლიანი კონცეფცია სისულელეა. ჩემს ნამუშევრებზე სხვა ადამიანების შეფასება არ მაინტერესებს, რადგან თუ შენ გაძლევენ ჯილდოს, რომელსაც დამსახურებისთვის იღებ, მაშინ უნდა აღიარო მათივე შეფასება, როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ფილმი არ ვარგა”, - განაცხადა ვუდი ალენმა 1973 წელს, როდესაც მისმა ფილმმა ”მძინარენი” ოსკარის ნომინაცია ვერ მიიღო.

ვუდი ალენი კინოდაჯილდოებებზე არდასწრების კიდევ ერთ მიზეზად კალათბურთს ასახელებს. ოსკარებისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებების საღამოს NBA-ს თამაშებია, რომლის ნახვაც ვუდი ალენისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. 

 

კომენტარები