დვანი

სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების პროცესი გრძელდება

გოგიკო საყვარელიძე

სოფელ დვანში საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების პროცესი, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ შეწყდა, გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსი" აცხადებს, რუსი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების გავლება დღეს განაახლეს. დვანელთა სასოფლო-სამეურნეო მიწები ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ექცევა. 

მავთულხლართების გავლების პროცესი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა თებერვალ-მარტიდან დაიწყეს.  

კომენტარები