გაერთიანებული შტაბის უფროსი

პრეზიდენტმა გაერთიანებული შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძე დანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დანიშნა. კაპანაძემ ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე შეცვალა.

"დანიშვნის შესახებ შესაბამისი N22/11/02 განკარგულების ხელმოწერამდე, თავის სამუშაო ოთახში საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების შტაბის ყოფილ და ახალ უფროსებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

კომენტარები