ღარიბაშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

ხადური: ბიუჯეტში პრობლემების მიუხედავად, არცერთი პროექტი არ შეჩერდება

financial.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული გარკვეული პრობლემები არცერთი პროექტის შეჩერებას არ გამოიწვევს. როგორც ხადურმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, ეს პრობლემები ხარჯვით ნაწილზე არ აისახება.

“რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტს. შემოსავლებში გარკვეული მიმართულებებით არის პრობლემა. იმის გამო, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არის გარკვეული პრობლემები, ეს არ აისახება ხარჯვით ნაწილზე. ამის გამო არცერთი პროექტი არ შეჩერდება”, - განაცხადა ხადურმა.

ხადურის განცხადებით, მომავალი წლის მშპ 5%-ით გაიზრდება.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალი წლის მშპ გაიზრდება 5%-ით. ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრი 9 მილიარდ 9 მილიონი ლარი დარჩება, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს. ხვალ დილით გვაქვს შეხვედრა სავალუტო ფონდთან. ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა და ჩვენ ვმუშაობთ ძალიან სერიოზულად”, - აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები