პრეზიდენტის ინაუგურაცია

ბარნოვი: სააკაშვილი ინაუგურაციას ორი პირობის შესრულების შემთხვევაში დაესწრება

www.weeknews.ge

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციას მხოლოდ მთავრობის მხრიდან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაესწრება. ამის შესახებ, მოქმედი პრეზიდენტის სახელით ანდრო ბარნოვმა განაცხადა.

"თუ ხვალ, დღის ბოლომდე, ახალი ხელისუფლება გააკეთებს განცხადებას, რომ შეწყვეტენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების წინასწარი პატიმრობების პრაქტიკას, ასევე, ეს სასახლე შეინარჩუნებს სტატუსს და დარჩება პრეზიდენტის სასახლედ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაესწრება ინაუგურაციას", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. პოლიტიკური პარტიებიდან ცერემონიალზე დასწრების მიწვევა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციამ მიიღო. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ცერემონიალს არ დაესწრება არც თბილისის მერი გიგი უგულავა.

კომენტარები