იასირ არაფატი

არაფატის ქვრივი: ცხედარში პოლონიუმის იზოტოპის მაღალი შემადგენლობა აღმოჩნდა

ამერიკის ხმა

პალესტინის ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის ქვრივის განცხადებით, შესაძლოა, მისი მეუღლე რადიოაქტიური პოლონიუმის იზოტოპით მოწამლეს. როგორც პალესტინის ყოფილი ლიდერის ცოლი ალ-ჯაზირასთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, შვეიცარიელი სამედიცინო ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ არაფატის ცხედრის ექსჰუმაციის შემდეგ პოლონიუმის რადიოაქტიური იზოტოპების უჩვეულოდ მაღალი შემადგენლობა აღმოაჩინეს.

ოფიციალური ვერსიით, იასირ არაფატი 2004 წელს ინსულტით გარდაიცვალა. იასირ არაფატი 1994 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა, რომელიც შიმონ პერესთან და იცხაკ რაბინთან ერთად გაიყო.

კომენტარები