საქართველოს NATO-ში გაწევრიანება

რასმუსენი: NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია

NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ალიანსში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას ადასტურებს.

"NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ გახდება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ საქართველოსთან NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვთანამშრომლობთ, რათა ხელი შევუწყოთ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებაში.

ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყნები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება ისევ ძალაშია. რა თქმა უნდა, მათ ყველა საჭირო კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ და ალიანსში გაწევრიანების სურვილი უნდა ჰქონდეთ", - თქვა რასმუსენმა.

კომენტარები