მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა შეჩერებულ მშენებლობებს ვერტმფრენით გადაუფრინა

პრეზიდენტმა დღეს, საქართველოს ვერტმფრენით გადაუფრინა. მიხეილ სააკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ის ადგილები უჩვენა, სადაც, მისი განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი მთავრობის პერიოდში დაწყებული მშენებლობები გააჩერა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობა, შემოვლითი რკინიგზა, წყალტუბოს სასტუმრო კომპლექსი, ქუთაისიდან სვანეთის მიმართულებით ახალი გვირაბის მშენებლობა, ფოთის აეროპორტი და რამდენიმე სასტუმრო - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ის ობიექტებია, რომელთა მშენებლობის დასრულებას ახალი ხელისუფლება არ აპირებს.

"თქვენ ნახეთ დაპაუზებული საქართველო. ოღონდ დაპაუზებული საქართველო დიდხანს ვერ გაჩერდება, ან უნდა წავიდეს წინ, ან რაც გაკეთდა, წაიშლება ყველაფერი. ამ მდგომარეობაში შეუძლებელია გაჩერება და ამიტომ საქართველოს სხვა ალტერნატივა, ამ ყველაფრის გაგრძელებისა და განახლების გარდა, არ აქვს. სხვანაირად, ამას არ გვაპატიებს მომავალი თაობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები