ჟურნალისტების აქცია

ჟურნალისტები დღეს სოფელ დვანში რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ

radiotavisupleba.ge

ქართველი ჟურნალისტები დღეს, რუსულ ოკუპაციას ქარელის რაიონის სოფელ დვანში გააპროტესტებენ. ჟურნალისტების აქცია სოფიალურ ქსელ ფეისბუქში დაიგეგმა. სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაში ჩართულები არიან როგორც თბილისში მომუშავე ჟურნალისტები, ასევე რეგიონული მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტებს თან აქვთ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დამზადებული ტრანსფარანტები, რომლებზეც რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო ტექსტებია გამოსახული.

მასმედიის წარმომადგენლები დვანის მიმართულებით ამ წუთებში გაემგზავრებიან და მშვიდობიან აქციას, ე,წ სადემარკაციო ხაზთან გამართავენ.

კომენტარები