სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფოტოსურათიანი საარჩევნო სიის ფორმირება იწყება

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თბილისის მერის არჩევნებისთვის ფოტოსურათიანი საარჩევნო სია იქნება მზად. ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ზუსტი სიის ფორმირებისთვის მუშაობა უკვე დაიწყო.

ამომრჩეველთა რეგისტრაცია 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყება და 2014 წლის მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია სპეციალური სარეგისტრაციო მოწყობილობების გამოყენებით განხორცილდება: პორტატული კომპიუტერი, ხელმოწერის აპარატი და ვებკამერა. სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ ცენტრებში, რომლებიც სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სოფელში და ქალაქში გაიხსნება. ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში, კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ცოდნის ცენტრებში, სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში.

კომენტარები