ამბასადორიალი 2013

ამბასადორიალის ფარგლებში დიპლომატებმა პრეზიდენტს და პრემიერს მოუსმინეს

მიხეილ სააკაშვილი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

სამ დღიანი ამბასადორიალი დასრულებულია. დიპლომატებმა მიიღეს ინსტრუქციები, განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები. დღის ბოლოს, შეხვედრაზე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მივიდნენ. სამდღიანი ამბასადორიალის შედეგები საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეაფასა, მანამდე კი დიპლომატებს პრემიერი და პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერი ელჩებს საგარეო პრიორიტეტებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის უალტერნატივოა. ფანჯიკიძის თქმით, ელჩებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ივანიშვილმა დიპლომატებს განუმარტა მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. პრეზიდენტმა ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ფანჯიკიძის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილს ელჩების დანიშვნის თაობაზე ჰკითხა, თუმცა მისივე თქმით, ეს საკითხი კვლავ ღიაა.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტთან კითხვა-პასუხის რეჟიმი არ ყოფილა. მე მას მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი, თუ როდის მოაწერს ხელს წარდგენილი ელჩების გადაგზავნას პარლამენტში. ამაზე ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის პროცედურაზეც. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ამაზე უშიშროების საბჭოს ფარგლებში უნდა გვესაუბრა, თუმცა ეს არასოდეს არ მომხდარა. როგორც ჩანს, ჩვენ ამ საკითხზე ვერ შევთანხმდებით და ის რჩება ღია," - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები