გლდანის საპყრობილე

პატიმრები: გლდანის საპყრობილეში ციხის მაყურებელი არ არსებობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გლდანის მერვე საპყრობილის პატიმრებმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ღია წერილით მიმართეს და ნაციონალური მოძრაობის წევრის აკო მინაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. წერილში აღნიშნულია, რომ ციხეში ”მაყურებლები” არ არიან. 

” ჩვენს სახალხოდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში არანაირი ციხის მაყურებელი არ არსებობს, მითუმეტეს პატიმრების დაჩაგვრა სხვა რომელიმე პატიმრებისგან, ასევე „ობშიაკის“ შეგროვებაზეც ზედმეტია ლაპარაკი. ასევე სასადილოს და სამრეცხაოების „მაყურებლებზე“, ეს ყველაფერი არის სრული აფსურდი.ბატონო უჩა, ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ როგორც სახალხო დამცველი ვალდებული ბრძანდებით რომ ჩვენი უფლებები დაიცვათ და ასევე ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოთ, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი იმ საბოტაჟს, რომელსაც ავრცელებენ რიგი ადამიანები და ჩვენი თითოეული პატიმრების მშობლებს და ახლობლებს გულს უხეთქავენ და ანერვიულებენ ცრუ ინფორმაციებით.ბატონო უჩა, აქვე გვინდა დავამატოთ, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში არ ირღვევა ჩვენი, როგორც პატიმრების უფლებები, არ არის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, და სუფევს სრული სიმშვიდე, რაზედაც უღრმეს მადლობას ვუხდით გლდანის #8 დაწესებულების დირექტორს ბატონ ნოდარ ქინქლაძეს და მის ყველა მოადგილეებს.”,- ნათქვამია განცხადებაში. 

წერილს 80 -ამდე პატიმარი აწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ აკო მინაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ციხის მართვის სქემა გამოაქვეყნა, სადაც ის მაყურებლების ვინაობა იყო გაცხადებული, რომლებიც  ნაციონალური მოძრაობის აზრით, დღეს ციხეს აკონტროლებენ. 

 

 

კომენტარები