გია ხუხაშვილი: ალბათ ასე მოხდება, ტელევიზიები დაიხურება

რაც შეეხება მე-9 არხის დახურვის თემას, მტკივნეული საკითხია, რადგან იქ ბევრი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში მოხდა. მთავარი, ფუნდამენტური პროცესი ის არის, პრემიერს, როგორც ხელისუფალს, საკუთარი მედიასაშუალება ამძიმებს... როდესაც ტელევიზიებში პოლიტიკური ინვესტიციები შესაძლებელი ხდება, ბუნებრივია, ისინი დოტაციაზე ვეღარ იარსებებენ. ტელევიზია დოტაციაზე შეიძლება მხოლოდ პოლიტიკოსმა შეინახოს, რადგან პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს... არცერთი კომერსანტი თუ მფლობელი, თუ მასზე არ არის გრძელვადიანი პოლიტიკური გათვლა, ტელევიზიას არ შეინახავს. სამწუხაროდ, უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია, მაგრამ ალბათ ასე მოხდება, ტელევიზიები დაიხურება!

ეკონომიკის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი გაზეთ ვერსიასთან ქართული მედიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

კომენტარები