შსს

ბათუმში ორი პოლიციელი დაჭრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შსს-ს აჭარის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბედია ქ. დააკავეს, რომელმაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებლებს მამუკა კომახიძეს და ზვიად ქათამაძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოში ერთ-ერთი სილამაზის სალონიდან გამოძახება შევიდა, რომ იქ პირი იმყოფებოდა, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული სალონი წინა დღეს გაქურდა. ეჭვმიტანილმა ადგილზე გამოცხადებულ ინსტპექტორ-გამომძიებლებს მამუკა კომახიძეს და ზვიად ქათამაძეს, ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდისა და ხელის არეში მიაყენა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ეჭვმიტანილს დაედევნა და მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა.

დაჭრილი სამართალდამცველები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გაწერილია სამკურნალო დაწესებულებიდან. ამ ეტაპზე გამოძიება პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 353-ე მუხლით).
გამოძიების პროცესში დაკავებულს, სავარაუდოდ, ბრალი ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმდება, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები