სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი

ივანიშვილი: წლის ბოლომდე არა 60, არამედ 100-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე არა მხოლოდ დაპირებული სამოცი, არამედ ასზე მეტი საწარმო დაფინანსდება. მისი თქმით, ოპონენტებს კითხვები აქვთ, სადაა ეს დაპირებული საწარმოები, რაც, მისი თქმით, სპეკულაციაა, რადგან ”საწარმოს შერჩევას, მერე იმის დაფინანსებას, ჩამოტანას და გაშვებას”, დრო სჭირდება,

ივანიშვილის განცხადებით, 81 კრედიტი უკვე გაცემულია 7 წლამდე ვადით, სადაც სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი ეწევა. 24 კრედიტი კი განხილვის პროცესშია.

”თითო საარჩევნო ოლქში ერთი საწარმო მაინც უნდა დაფუძნდეს. რამდენიმე რაიონში ვერ ვახერხებთ, არ გვაქვს წინადადება და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ბიზნესმენები დავაინტერესოთ”, - აცხადებს პრემიერი.

კომენტარები