ქურდული სამყარო

ქურდული სამყაროს წევრობისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირი დააკავეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული 6 პირიდან ერთ-ერთი, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული იყო. მათი ცნობით, დაკავებულმა სასჯელი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაზიდვისთვის მოიხადა.

სამინისტროს ცნობით, 2006 წელს სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში მომხდარი ცნობილი ბუნტის დროს, ა.ა-მ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. უწყებას წყაროდ დაკავებულის დეიდა მოჰყავს, რომლის განცხადებითაც, ა.ა-ს დაზიანებები ბაჩო ახალაიამ, მეგის ქარდავამ და მარუაშვილმა მიაყენეს.

"ცემის შედეგად, მას დაუზიანდა ხერხემალი, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ეტლით გადაადგილდებოდა. სასჯელის მოხდის პერიოდში მან ასევე შეიძინა ეპილეფსია", - აცხადებს სამინისტრო.

უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ, ა.ა-ს საქმის განხილვისას, გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობა, ასევე მიყენებული დაზიანებების სიმძიმე და მოხდილი სასჯელი (7 წელი) საკმარისად მიიჩნია.

კომენტარები