ჟურნალი ლიბერალი

ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალმა ლიბერალმა განცხადება გაავრცელა

ჟურნალ ლიბერალის ერთ-ერთი რედაქტორის, ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით, გამოცემამ განცხადება გაავრცელა. რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ.

’’გუშინ შშს-მ დააკავა ლიბერალის პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ირაკლი აბსანძე. როგორც მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, ირაკლის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლიმ მეგობრისგან ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. ირაკლიმ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში. ფოსტიდან წერილი იმის შესახებ, რომ ირაკლის სახელზე ამანათია მოსული, რედაქციაში დაახლოებით 6 დღის წინ მოვიდა. 

ირაკლი ლიბერალის პოლიტიკის განყოფილების რედაქტორია, მისი სტატიები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და საინტერესო, ღრმა ანალიზით. 

ჩვენ გვეამაყება, რომ ირაკლი ჩვენი თანამშრომელი და მეგობარია.

იმედი გვაქვს, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას", - ნათქვამია ჟურნალ ლიბერალის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლიბერალის ერთ-ერ­თი რე­დაქ­ტო­რი და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის საბ­ჭოს წევ­რი ირაკ­ლი აბ­სან­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ედე­ბა, რაც ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­და­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში აც­ხა­დე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ბრა­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

კომენტარები