ნავთობკომპანიები

გალფს ნავთობკომპანიები უჩივიან

ნავთობკომპანია გალფს, კომპანიები მათი კუთვნილი ობიექტების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

როგორც კომპანია სენტას ერთ-ერთმა მფლობელმა, ზაალ მიმინოშვილმა, ინტერპრესნიუსს განუცხადა, გალფის წინააღმდეგ საჩივარი მთავარ პროკურატურაში დეკემბერში შეიტანა.

"ჩვენ ვდავობთ 65 ობიექტზე, რომელთა შორის იყო 50 ბენზინგასამართი სადგური, სამი ნავთობბაზა და 12 ნაკვეთი, რომელზეც უნდა აშენებულიყო ბენზინგასამართი სადგურები. ეს არის ობიექტები, რომელთა მითვისება არაკანონიერად, ძალადობის გზით მოხდა. გამოძიება უკვე მიმდინარეობს, დაიკითხა რამდენიმე პირი და გრძელდება სხვადასხვა სახის სამართლებრივი პროცედურები", - განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე ცნობით, საჩივარი კუთვნილი ობიექტების დაბრუნების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურაში ნავთობკომპანია მაგნატმაც შეიტანა.

კომენტარები