რეფერენდუმის დღე

ბიძინა ივანიშვილი: მთელს საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს

წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სპეციალური განცხადებას ავრცელებს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.  ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს. 
"22 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჩაუყარა საფუძველი. რეფერენდუმი გამოხატავდა მთელი საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ურყევ ნებას. მასში მონაწილეებმა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა 90%-მა მიიღო, რომლის 88%-მა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა. 
31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს - ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულება და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულვებელყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია. 
მთელს საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და არ შემიძლია არ გავიხსენო თაობები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო. 
ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მტკიცედ იცავს, მჯერა, ამ არჩევანს არასდროს გადაუხვევს", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები