პრემიერმინისტრი

პრემიერმინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს, 19 აპრილის აქციას იუმორით მიუდგნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილისთვის დაანოსნებულ აქციას გამოეხმაურა. პრემიერი საზოგადოებას მოუწოდებს, ამ აქციას იუმორით მიუდგნენ. 

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი სერიოზულ ანალიზს არ ექვემდებარება. 

"50 დღით ადრე ცხადდებოდეს ასეთი აქციები, სად გინახავთ. მივმართავ საზოგადოებას, ყურადღება აღარ მიაქციონ ამგვარ განცხადებებს. ჩვენ მათთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ვიდრე სიცრუის ნაცვლად კონსტრუქციულ პოზიციაზე გადავლენ. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ეჭვი არავის გამოუთქვამს. შესაბამისად, რატომ ამტვრევენ ღია კარს, გაუგებარია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ეს აქცია ''მხოლოდ საზოგადოების გამხიარულებას და მოსახლეობისთვის ღიმილის მოგვრას შეიძლება ემსახურებოდეს''.

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, მათ შო­რის - აშშ-ის ელჩ რი­ჩარდ ნორ­ლანდს და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩ ფი­ლიპ დი­მიტ­როვს. 

 

კომენტარები