თბილსერვის ჯგუფი

მამუკა ახვლედიანს საგამოძიებო სამსახურში მეოთხედ კითხავენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მამუკა ახვლედიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით უკვე მეოთხედ კითხავენ. დაკითხვაზე შესვლამდე ახვლედიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უწყებაში მისი დაბარება შპს თბილსერვის ჯგუფის საქმეს უკავშირდება, კერძოდ - აღნიშნულ ორგანიზაციაში 750 ადამიანის დასაქმების საკითხს.
"შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, არა 750, არამედ 750 000 ადამიანს დავასაქმებდით, რადგან უამრავი პრობლემა მოეხსენებოდა ამით ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, როგორ დაუძახოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსებს, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს, საკრებულოს დეპუტატებს საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე, როგორ დაშალოს უმრავლესობა საკრებულოში, დახარჯოს დრო 750 ადამიანის დასაქმების თემაზე თბილსერვის ჯგუფში, არამედ უნდა იფიქროს სამუშაო ადგილების შექმნაზე.

კომენტარები