პენიტენციალური სისტემა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 14 პატიმარი გათავისუფლდა

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო 14 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგ სხდომაზე მიიღეს. 

როგორც ცნობილია, 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე, კომისიის გადაწყვეტილებით პატიმრობიდან 27 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის - 22 მძიმე მდგომარეობის, ხოლო ხუთი ხანდაზმული ასაკის გამო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მუდმივმოქმედი კომისია, სულ მცირე, თვეში ერთხელ შეიკრიბება.

კომენტარები