ეკონომიკური თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2013 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე, ევროპის ქვეყნებს შორის კი მე-11 ადგილზეა. წინა წელთან შედარებით საქართველომ თავისი ქულა 2.8-ით გააუმჯობესა და 72.2 დაიმსახურა. ეს აქამდე მიღებულ ქულებს შორის ყველაზე მაღალია.  

მაჩვენებელი გაუმჯობესდა 10 მაჩვენებლიდან 6-ში, მათ შორის, საზოგადოებრივი ფინანსების მენეჯმენტში, ინვესტიციების თავისუფლებასა და საკუთრების უფლებებში. 

"გლობალური და რეგიონული გარემოს გამოწვევების ხანაში საქართველოს ეკონომიკამ მაღალი დონის მდგრადობა აჩვენა. გასულ წელს რამდენიმე საფეხურით უკან დაწევის შემდეგ, საქართველომ დაიბრუნა "მეტწილად თავისუფალის" სტატუსი. ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლების ძალისხმევამ და ფისკალური სტაბილურობის აღდგენამ ნაყოფი გამოიღო. იურიდიული დოკუმენტების მიღების გაადვილებამ და ფინანსურმა კონსოლიდაციამ ქვეყნას ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირება მოუტანა. მინიმალური კაპიტალის გარეშე ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ორი პროცედურა და ორი დღეა საჭირო. შემცირდა გაკოტრებისა და ლიცენზირების მოთხოვნები. ასევე, იკლო უხელფასო მუშების დაქირავებამ და სამუშაო საათების რეგულირება მეტად მოქნილი გახდა. შენელდა ინფლაცია. როგორც წესი, ფასები დგინდება ბაზარზე, თუმცა, სახელმწიფო ფასებზე კონტროლს მაინც ინარჩუნებს", ნათქვამია Heritage Foundation-ის ანგარიშში.

 

კომენტარები