პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი: ჩემი და პუტინის შეფასებები თანხვედრაში მოდის

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბრის პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადება შეაფასა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა „ჩიხშია შესული“ და მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას არ აპირებს.

„რთული სიტუაციაა შექმნილი და არ მგონია, რომ მან (პუტინმა) გადააჭარბა სიტუაციის შეფასებაში“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, ურთიერთობების „ჩიხში შესვლაზე“ საქართველოს პრეზიდენტია პასუხისმგებელი და „აქედან გამოსვლა მარტივი არ იქნება“. „ამ შემთხვევაში თანხვედრაში მოდის ჩვენი (პუტინისა და ივანიშვილის) შეფასებები“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას „სურვილიც რომ გაუჩნდეს“ გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ეს ვერ იქნება მარტივი. „ისინი პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან, მათ ელექტორატი ჰყავთ და საზოგადოებას ანგარიში უნდა გაუწიონ“, - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

მაგრამ, მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან „კონსტრუქციული და პრინციპული იქნება“ და „ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, საქართველო კი „რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას დაიბრუნებს“.

 

კომენტარები