პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი: 543 ისტორიული ძეგლი მაქვს აღდგენილი და დამანგრეველს მე მიწოდებენ

ბიძინა ივანიშვილი კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში რიყეზე მიმდინარე მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოება ღიზიანდება, როცა ნაციონალური მოძრაობა პრემიერის დაკითხვას ითხოვს. ივანიშვილის თქმით, მას მშენებლობის დაწყებამდე აჩვენეს ნახატი, რომელზეც ღვინის ორი სურა იყო გამოსახული, ახლა კი მშენებლობამ სულ სხვა სახე მიიღო. ამონარიდი ინტერვიუდან სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. 

"მე გამომიგზავნეს ნახატი – ორი ლამაზი სურა იდო ქვიშაზე. რადგან ღვინის ქვეყანა ვართ, გვინდა ასეთი ფორმის ნაგებობა გავაკეთოთ რიყეზეო. რაც ააშენეს, იმაზე ვინმე იტყვის, რომ სურა და ღვინის ჭურჭელია? ჩვენზე ამბობენ, დამანგრევლების ბრიგადა მოვიდა ქვეყნის სათავეშიო. მაგათ რამდენი ობიექტიც აუშენებიათ, იმაზე მეტი ისტორიული ძეგლი აღმიდგენია, რითაც ვამაყობ. 543 ისტორიული ძეგლი მაქვს აღდგენილი და მათ ამდენი ობიექტი არ ექნებათ აშენებული პოლიციის შენობებიანად და დამანგრეველს მე მიწოდებენ," განაცხადა ინტერვიუში ივანიშვილმა.

 

კომენტარები