სწრაფი კვების ბაზარი

სწრაფი კვების ამერიკული კომპანია Wendy’s საქართველოში შემოდის

საქართველოს სწრაფი კვების ბაზარზე ახალი მოთამაშე - Wendy’s - შემოდის. ამერიკული კომპანიის ქართველი პარტნიორი ვისოლ ჯგუფია. ამჟამად ამერიკულ კომპანიასთან ერთად ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც რადიო კომერსანტთან საუბარში ვისოლ ჯგუფის წარმომადგენელმა აღნიშნა, Wendy’s-ი საქართველოს ბაზარზე 2013 წლის გაზაფხულზე უნდა გამოჩნდეს. ამერიკულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ვისოლი Wendy’s-ის ქსელის განვითარებას აზერბაიჯანშიც უზრუნველყოფს. მხარეები მომავალი 10 წლის განმავლობაში სწრაფი კვების 25 რესტორანს გახსნიან.

კომენტარები