მოდა

Taschen იოჯი იამამატოზე წიგნს გამოსცემს

მოდის ცნობილი რეფორმატორის, იაპონელი დიზაინერის იოჯი იამამოტოს თაყვანისმცემლებს Taschen- ის გამომცემლობა საჩუქარს უკეთებს.  ცნობილმა ჟურნალისტმა და i-D -ის დამაარსებელმა, ტერი ჯონსმა გადაწყვიტა, მთლიანი წიგნი მიეძღვნა იამამოტოს შემოქმედებისა და ბიოგრაფიისთვის. დეკემბერში Fashion: Yohji Yamamoto - 120 გვერდიანი, სქელყდიანი წიგნი გამოვა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ჟურნალის i-D არქივიდან საუკეთესო ფოტოები. მასში შევა დიზაინერის ცნობილი ნამუშევრებიც, თანდართული ავტორის კომენტარებით, ინტერვიუები და ბევრი საინტერესო ფაქტი იაპონელი დიზაინერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

იოჯი იამამოტო 1943 წელს დაიბადა. ის ერთ-ერთია იმ თანამედროვე დიზაინერთაგან, რომლის ნამუშევრებიც ინტელექტუალური მოდის ნაწილად განიხილება. ის ერთდროულად ახერხებდა ყოფილიყო ავანგარდისტიც და მოდის კლასიკოსიც. Fashion: Yohji Yamamoto მისი შემოქმედებითი ცხოვრების ოცდაათი წლის იუბილეს ეძღვნება.

წიგნი 30 დეკემბერს გამოვა, თუმცა Barnes and Noble-ზე უკვე შესაძლებელია მისი წინასწარ შეკვეთაც. 

 

 

კომენტარები