მოდა

Mulberry საუკეთესო ბრიტანულ ბრენდად აღიარეს

Mulberry საუკეთესო ბრიტანულ ლუქს ბრენდად აღიარეს Walpole's 2012 Best British Luxury Brand-ის ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა. 

ბრენდის მთავარი კონკურენტები Alexander McQueen და Stella McCartney იყვნენ. 

ჯილდო ბრენდის კრეატიულ დირექტორს, ემა ჰილს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ Walpole's 2012 Best British Luxury Brand პრემია დაწესებულია არაკომერციული ორგანიზაციის Walpole მიერ, რომელიც ბრიტანულ ლუქს ინდუსტრიას წარმოადგენს.

Mulberry 1971 წელს როჯერ სოლმა დააარსა. ბრენდს მსოფლიოში, პირველ რიგში, ჩანთების წარმოებით იცნობენ. სწორედ Mulberry-ის უკავშირდება  ისეთი საკულტო ჩანთების სახელები, როგორებიცაა Braconnier, Bayswetter, Rowanne.

კომენტარები