დიპლომატიური კორპუსი

კახა ლომაიამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა, კახა ლომაიამ თანამდებობა დატოვა.

ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ამ ეტაპზე თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

 

კომენტარები