საქართველო-ევროკავშირი

ფილიპ დიმიტროვი მინისტრობის კანდიდატებს შეხვდა

ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი კოალიცია ქართული ოცნების ოფისში იმყოფებოდა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს შეხვდა.

დიმიტროვის თქმით, მან მინისტრობის კანდიდატებთან ის საკითხები განიხილა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს.

,,საქართველოს მისწრაფება ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით არის საკითხები, რომლებიც სწრაფად არის გადასაწყვეტი, ამიტომ ჩვენ ორგანიზება მოვახდინეთ ამ შეხვედრების შინაგან საქმეთა, საგარეო და ევროინტეგრაციის მომავალ მინისტრებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს პირველ რიგში." - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

კომენტარები