პრემიერ მინისტრი

ვანო მერაბიშვილი: არ დავაბრუნოთ კანონიერი ქურდები საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გლდანის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას ვანო მერაბიშვილმა წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კალენდრები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ მოსახლეობას დაურიგა, მისი სამაგიდო წიგნი იქნება.

,,არ დავაბრუნოთ ძველი დრო, არ დავაბრუნოთ ის ადამიანები, რომლებიც გვართმევდნენ დენს, გაზს, რომლებიც იჭერდნენ და აწამებდნენ ჩვენს შვილებს, არ დავაბრუნოთ კანონიერი ქურდები საქართველოში.’’-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყველა დაპირება ვადებში და ,,გადაჭარბებითაც შესრულდება’’.

 

კომენტარები