პენიტენციური სისტემა

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც პატიმრების წამებაა ასახული,  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ღამის 12 საათისთვის ფილარმონიასთან დაახლოებით 600 ადამიანი იყო შეკრებილი, ხოლო საათნახევრის შემდეგ მათი რიცხვი ათას ორასამდე გაიზარდა. 

დემონსტრანტებმა მელიქიშილის გამზირი გადაკეტეს. აქცია დაიწყო როგორც მოქალაქეთა სპონტანური პროტესტი, რასაც შემდგომ კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები შეუერთდნენ. აქციაზე გამოჩდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და ქართული დასის წარმომადგენლებიც. სამოქალაქო პროტესტის პოლიტიზირებას შეკრებილთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალიას გადადგომასა და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. დემონსტრანტები ასევე ითხოვენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის დასჯას. 

დემონსტრანტთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. როგორც ცნობილია, აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. 

საპროტესტო აქცია გაიმართა გლდანის ციხესთანაც , სადაც მოქალაქეები და პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ,  ვიდეოჩანაწერები, სადაც გლდანის მერვე საპყრობილის პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული, დღეს გავრცელდა.  

საგანგებო განცხადება ვიდეოჩანაწერებისა და დამნაშავეების (გლდანის მერვე საპყრობილის თანამშრომლები) დაკავების შესახებ პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­როვ­ნე­ბებ­მა  პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპ­ყრო­ბის ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ანაზ­ღა­უ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, ამა­ვე საპ­ყრო­ბი­ლე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღეს.

მოგვიანებით პატიმრების წამების, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები ტელეკომპანია მაესტრომ და მეცხრე არხმა გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდეგ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

 

კომენტარები