ბრიტანელ ებრაელთა ორგანიზაციამ დაგმო ადოლფ ჰიტლერის ქანდაკება

არტ ობიექტი რომელიც ადოლფ ჰიტლერს გოლფის მოედნის ქანდაკებად წარმოადგენს, ცნობილ მხატვრებს ძმებ დინოს და ჯეკ ჩეპმენებს ეკუთვნის- ნაცისტი დიქტატორი ხელს აღმართავს იმ დროს  როდესაც მასში გოლფის ბურთი გაივლის.

ბრიტანელ ებრაელთა ორგანიზაციის  მესვეურმა მაიკლ სამუელსმა გამოფენილ ნამუშევარზე დასძინა  რომ მას ’არ გააჩნია არანაირი სახვითი ფასეულობა’.

გალერეის კურატორის  სტუარტ ტულოქის აზრით ქანდაკება ’ამასხარავებს’, სარკასტულ გარემოში წარმოადგენს დიქტატორს.

ძმები ჩეპმენების ნამუშევარი Grundy Art Gallery's Adventureland Golf exhibition-ის ნაწილია, ამ  გამოფენაზე   წარმოდგენილი  არტ ობიექტები გოლფის ბურთის შესაგდებ  სხვადასხვა  სახის  ქანდაკებებს  წარმოადგენენ. გამოფენილია ასევე  ერაყის  დიქტატორის სადამ ხუსეინის  მოძრავი ქანდაკება.

 გამოფენის ორგანიზატორები დასძენენ- ’ნაცისტი დიქტატორის  სახე უჩვეულო,  არდადეგებისა და გართობის კონტექსტშია მოთავსებული, ამგვარად  ავტორები პარალელს ავლებენ  ბრიტანელების ომისდროინდელ სულისკვეთებასთან , ყველაფერს  იუმორით შეხედო ფიურერის ხარჯზე’.

მისტერ სამუელსი კი ბრძანებს რომ  მისთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება  ჰიტლერს რაიმე საერთო ჰქონდეს ხელოვნებასთან და იუმორთან. ’ჰიტლერი  არა სახუმარო ფიგურა არამედ   მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი დიქტატორი იყო.

მე მოვითხოვ რომ  დაუყოვნებლივ  მოიხსნას ექსპოზიციიდან ნამუშევარი რომელსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია.  გალერეის ადგილას ამ ნამუშევარს მხატვრებს დაუბრუნებდი და ვაიძულებდი ანგარში შეენახათ...’

 გალერეის კურატორი მისტერ ტულოქი კი დასძენს რომ ნამუშევრის ჩართვა გამოფენაში  კიდევ ერთხელ საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ ამ საკითხებზე.

ჰიტლერი დამარცხებულ იქნა,  ქანდაკება   მას კიდევ ერთხელ  აკნინებს, დამთვალიერებლებმა სწორედ ამ კონტექსტში აღიქვეს ნამუშევარი. 

კომენტარები