მეღვინეობა

ატლანტის ოკეანეში ფრანგულ ღვინის სარდაფს აშენებენ

ატლანტის ოკეანეში, 1000 მეტრის სიღრმეზე, ფრანგულ ღვინის სარდაფს აშენებენ. იდეის ავტორი ფრანგი ბიზნესმენი, შატო დიუ კუროს მფლობელი ფრაკ ლებერია.

ფრანკ ლებერი ღვინის სარდაფის გახსნას ოკეანის სანაპიროდან 150 კილომეტრის დაშორებით აპირებს. სარდაფი სპეციალურ კონტეინერში მოთავსდება, სადაც სინათლე და ჟანგბადი იქნება. კონტეინერში ვიდეოკამერებიც დამონტაჟდება.

ღვინის მეპატრონეებს, ოკეანეში განთავსებულ სარდაფში საკუთარი ნაწარმის შენახვა 17 ევროდ შეეძლებათ. ყოველი ორი წლის შემდეგ ღვინოს ოკეანიდან ამოიტანენ და დაგემოვნების შემდეგ, მეპატრონე გადაწყვეტს, დააბრუნოს თუ არა ღვინო ოკეანის სარდაფში.

სარდაფი ფუნქციონირებას 2013 წლიდან დაიწყებს. 

კომენტარები