ქანდაკება

პოლიციამ ჰენრი მურის მოპარულ ნამუშევარს მიაკვლია

პოლიციამ ინგლისში „მეირდიანს“, ჰენრი მურის  500,000 სტერლინგად შეფასებულ ქანდაკებას მიაკვლია, რომელიც 15 ივლისს, ჰერდფორდშირის საგრაფოში, ამავე მოქანდაკის სახელობის მუზეუმის პარკიდან გაუჩინარდა. სამართალდამცავებმა სკულპტურის ადგილმდებარეობის შესახებ სატელეფონო ზარის დახმარებით შეიტყეს, რის შედეგადაც პოლიციამ ორი, 19 და 22 წლის ბრალდებული დააკავა.

ჰენრი მური მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მოქანდაკეა. მერიდიანი 56 სანტიმეტრი სიმაღლის ბრინჯაოს სკულპტურაა და მას ორი ნახევარმთვარის ფორმა აქვს.  ნამუშევრის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გამომძიებლებს £100, 000 პრემია ჰქონდათ დაწესებული.

სამართალდამცავების აზრით, მოპარული ქანდაკებების რიცხვი ბრინჯაოს ფასის მომატებასთან ერთად იზრდება. მერიდიანი პირველი ნამუშევარი არაა, რაც ჰენრი მურის მუზეუმის ბაღიდან მოუპარავთ, შვიდი წლის წინ იმავე ადგილიდან, ღამით  მურის  შვიდტონიანი ქანდაკება “Reclining Figure” წაიღეს. მძარცველების მიზანი მისი გადადნობა და 1500 სტერლინგად გაყიდვა იყო.

კომენტარები