ლიბია კადაფის შემდეგ

ლიბია თავისუფალ არჩევნებს ზეიმობს

ლიბიის მოსახლეობა უკანასკნელ 50 წელიწადში პირველი არჩევნების ჩატარებას ზეიმით ხვდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიის არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიისკენ გადაადგილებაში ‘კიდევ ერთი ნიშანსვეტი’ უწოდა.

საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, შედეგი ორშაბათს გახდება ცნობილი. მისი თქმით, ‘პირველი გამარჯვებული ლიბიელი ხალხია’.

ანალიტიკოსების თქმით, რთულია ახალი ასამბლეის პოლიტიკური შემადგენლობის პროგნოზირება. უმთავრესად დომინირებენ ისლამური ფასეულობებზე ორიენტირებული პარტიები, იშვიათობაა სეკულარული კანდიდატები.

უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ლიბიაში 1964 წელს გაიმართა, კადაფის სამხედრო გადატრიალებამდე რამდენიმე წლით ადრე.

 

კომენტარები