აშშ

აშშ–ში მაშველი ადამიანის გადარჩენის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

აშშ–ის შტატ ფლორიდაში მაშველმა, რომელმაც სანაპიროზე მისთვის გამოყოფილი ტერიტორია დატოვა, რათა ადამიანი გადაერჩინა, სამსახური დაკარგა.

21 წლის ტომას ლოპესი მაიამის ჩრდილოეთით მდებარე ერთ–ერთ სანაპიროზე მორიგეობდა, როდესაც მას აცნობეს, რომ პლაჟის სხვა მონაკვეთში ადამიანს დახმარება ესაჭიროებოდა.

კომპანიის ხელმძღვანელებმა, რომელიც სანაპიროს მართავს, მიიჩნიეს, რომ ლოპესმა აღნიშნული ქმედებით მითითებები დაარღვია და აგრეთვე, პოტენციურად საფრთხეში ჩააგდო სხვა დამსვენებლების სიცოცხლე, როდესაც მისთვის გამოყოფილი ტერიტორია დატოვა.

BBC–ის ინფორმაციით, პლაჟის რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც ლოპესთან ერთად მუშაობდნენ, პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა.

თავად მაშველი, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, არ ნანობს საკუთარ საქციელს და აცხადებს, რომ “იგი სასაცილო მიზეზის გამო გაათავისუფლეს, რადგან სანაპიროზე ნებისმიერ დამსვენებელს შეიძლება დასჭირდეს დახმარება."

 

კომენტარები