ჩემპიონთა ლიგა 2012-2013

ნეფთჩი Vs ზესტაფონი

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ზესტაფონი 2012-2013 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩის დაუპირისპირდება. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ წილისყრაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს აზერბაიჯანის უძლიერესი კლუბი ერგო.

ზესტაფონი პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს - თამაშები 17/18 ივლისისთვისაა დანიშნული, საპასუხო მატჩები კი 24/25 ივლისს გაიმართება. ნეფთჩი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონია.

იმერული კლუბი მეორედ ჩაერთვება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში. შარშან, სადებიუტო სეზონში ზესტაფონმა პირველ ეტაპზე მოლდოვის დაჩია დაამარცხა - 3:0, 0:2, შემდეგ კი ავსტრიის შტურმს ვერ აჯობა - 1:1, 0:1.

კომენტარები