ტულუზა

ტულუზაში ბანკზე თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა

უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ბანკ CIC - ზე თავდასხმისას მძევლად ოთხი თანამშრომელი აიყვანა, ორი ადამიანი გაათავისუფლა.

BBC - ის ინფორმაციით, ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გასროლა მოახდინა და განაცხადა, რომ იგი ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას წარმომადგენლია. მან იმ პოლიციელთან მოითხოვა შეხვედრა, რომელმაც 2012 წლის მარტში ისლამისტი მუჰამედ მერა მოკლა. კიდევ ერთი ვერსიით, კი თავდამსხმელის მიზანს ბანკის გაძარცვა წარმოადგენს.

მუჰამედ მერას მიერ მარტში ტულუზას სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას რამდენიმე ბავშვის და სამართალდამცავის სიცოცხლე შეეწირა. თავად მერა პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირებისას დაიღუპა.

 

კომენტარები