ბოშები

კვლევის შედეგები ევროპაში მცხოვრები ბოშების შესახებ

ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ბოშების შესახებ ახალი კვლევა ჩატარდა. კვლევა ევროკავშირმა, მსოფლიო ბანკმა და გაერომ ჩაატარეს და შედეგები გუშინ გამოაქვეყნეს.

კვლევის შედეგების თანახმად ევროპაში მცხოვრები ბოშების 90 პროცენტზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. რაც შეეხება განათლებას, ამ უმცირესობის მხოლოდ 15 პროცენტს აქვს სრულად მიღებული საშუალო განათლება.

დოკუმენტის თანახმად, სამიდან მხოლოდ ერთ ბოშას აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, ხოლო ბოშათა დაახლოებით 20 პროცენტს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა. მათი 45 პროცენტი ცხოვრობს ისეთ საცხოვრებელში, რომელსაც აკლია სულ მცირე ერთი ძირითადი მოხმარების საგანი, მაგალითად ელექტროგაყვანილობა.

ბოშათა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევა.

ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 22 ათასზე მეტმა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებმა ადამიანმა მიიღო. 

კომენტარები