აშშ არჩევნები

მით რომნიმ კიდევ ორ შტატში გაიმარჯვა

მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მით რომნიმ კიდევ ორ შტატში, კენტუკსა და არკანზასში გამართულ პრაიმერებში გაიამარჯვა.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას სავარაუდო კონკურენტმა კენტუკში ხმათა 66,7 პროცენტი მიიღო, ხოლო არკანზასში 71,8%. აღსანიშნავია, რომ ხმების დანარჩენი ნაწილი მის ყოფილ კონკურენტებს შორის გადანაწილდა, რომლებიც ბიულეტენებში წინასწარ იყვნენ შეტანილნი, თუმცა სხვადახვა დროს გამოეთიშნენ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისათვის ბრძოლას.

მით რომნის ექსპერტები რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად 10 აპრილიდან, მას შემდეგ მიიჩნევენ, რაც მისმა მთავარმა მეტოქემ, პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა რიკ სანტორუმმა წინასაარჩევნო ბრძოლა დატოვა. ოფიციალურად რომნის კონკურენტი ამჟამად კონგრესმენი რონ პოლია, რომელმაც ცოტა ხნის წინ აქტიური წინაასარჩევნო კამპანიის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს წარადგენს.

 

კომენტარები