Life

Guide 7-13 მაისი


1) ზაფხულის ბლოკბასტერების სეზონს ჯოშ უიდოუს ფილმი „შურისმაძიებლები” გახსნის. მარველის კომიქსების რჩეული პერსონაჟები – კაპიტანი ამერიკა, ჰალკი, რკინის კაცი და თორი ერთიანდებიან, რათა ლოკის დედამიწის განადგურებაში ხელი შეუშალონ. უიდოუს ფილმმა აშშ-ში კრიტიკოსების ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა და უკვე მარველის კომიქსების ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება.

ყვითელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი. ეს არა მხოლოდ სამოსს ეხება – Pentax-მა გამოუშვა მხიარული ყვითელი ფერის „კომპაქტური” ფოტოკამერა K-01, რომელიც ორიგინალური, რეტრო სტილის დიზაინით გამოირჩევა, თუმცა ამ ნიუანსს ტექნიკურ მონაცემებთან კავშირი არ აქვს – K-01-ს 16-მეგაპიქსელიანი გამოსახულების მიღება შეუძლია და სამდუიმიანი LCD მონიტორითაა აღჭურვილი.

BBC-ის რეპორტიორმა ბენ ანდერსონმა ახლახან გამოსცა წიგნი No Worse Enemy: The Inside Story of the Chaotic Struggle for Afghanistan, სადაც დეტალურად აღწერა ავღანეთის ომში გადახდენილი ამბები. New Yorker-ი წიგნს საუცხოოს უწოდებს და ავტორს გაბედული და გულახდილი წერის მანერას უქებს. თუ ანდერსონის პროფილსაც გავითვალისწინებთ, ეს ის წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველამ, ვინც სამხედრო ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული.

კომენტარები