Life

Guide 16-22 აპრილი

გაზაფხული-ზაფხული 2012-ის მოდის ტენდენციებმა გვაჩვენა, რომ ნეგლიჟე არა მხოლოდ ყოველდღიური და საქმიანი სტილის ნაწილად შეიძლება იქცეს, არამედ გლამურის განწყობაც ატაროს. ამიტომ, ამჯერად პიჟამა მხოლოდ პიჟამა-Party-სთვის აღარაა განკუთვნილი, რის დემონსტრირებასაც ნახავთ Paul Smith-ის, Trussardi-ს, Stella McCartney-ს, Haider Ackerman-ის, Richard Nicols-ის, J.W.Anderson-ის, Clements Ribeiro-ს და სხვა ბრენდების კოლექციებში.

ღარიბი მხატვარი მეგობართან ერთად პოკერში ლაინერის ბილეთებს იგებს. გემზე ის ჩვიდმეტი წლის როუზს შეხვდება, რომელსაც მდიდარ საქმროზე გათხოვებას, ოკეანეში თავის დახრჩობა ურჩევნია... თუმცა რა აზრი აქვს სიუჟეტის მოყოლას, რომელიც ყველამ იცის. უმჯობესია, „ტიტანიკს” 3D-ში უყურო. ჯეიმზ კემერონი ამბობს, რომ ადრეც სურდა „ტიტანიკის” ამ ფორმატში გადაღება, მაგრამ 90-იანებში ტექნოლოგიების არასრულყოფილებამ შეუშალა ხელი.

ისტორიალი არის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც უნიკალური ქართული არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით ქმნის ოქრომჭედლობის, მცირე პლასტიკის და კერამიკის არაჩვეულებრივ ნიმუშებს. რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის პერიოდის ჭვირული ბალთა, ამჯერად მოჭიქული ქაშანურის თეფშად გადაიქცა. არქაული ირემის ინტერპრეტაცია ნებისმიერი ინტერიერისათვის მშვენიერი დეკორატიული და ფუნქციონალური დეტალი შეიძლება გახდეს. ისტორიალის შოურუმი ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, 7 ნომერში მდებარეობს.

კომენტარები