დასაქმება

ბიზნეს სექტორში 360 ათასი ადამიანია დასაქმებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნესსექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში სულ 360 ათას 100 ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 62.1% მსხვილ ბიზნესზე, 23.1% მცირე ბიზნესზე, ხოლო 14.7% საშუალო ბიზნესზე მოდის. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1 ათასი ადამიანით (2%-ით) ნაკლებია. თუმცა, აპრილ-ივნისთან შედარებით ივლის-სექტემბერში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 8 ათასი ადამიანით არის გაზრდილი.

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 717.7 ლარს შეადგენს. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასის გადანაწილება შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 813.2 ლარი, საშუალო ბიზნესი - 510.7 ლარი და მცირე ბიზნესი - 507.1 ლარი.

 

კომენტარები