მაზდა

თეგეტა მოტორსს ქართულ ბაზარზე მაზდას მანქანები შემოჰყავს

კომპანია თეგეტა მოტორსს ქართულ ბაზარზე იაპონური ბრენდი მაზდა შემოჰყავს. თეგეტა მოტორსი მაზდას 7 ან 8 მოდელს შემოიყვანს. როგორც კომპანია თეგეტა მოტორსში განმარტავენ,  მაზდას მანქანები საშუალო ფენის მომხმარებელზეა გათვლილი და მათი ფასი 15 ათასი აშშ დოლარიდან 40 ათას აშშ დოლარამდე იქნება. თეგეტა მოტორსსა და მაზდას წარმომადგენლებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ავტომანქანები თბილისში თებერვლისთვის ჩამოვა. მაზდას შემოყვანასთან ერთად, თეგეტა მოტორსი მაზდას სერვის ცენტრის მშენებლობასაც იწყებს. როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, მშენებლობა 2012 წლის ბოლოსთვის დამთავრდება და სერვის ცენტრში მხოლოდ ახალი ბრენდის მომხმარებლებს მოემსახურებიან.   

კომპანია თეგეტა მოტორსს ქართულ ბაზარზე 15-წლიანი ისტორია აქვს. ამ ეტაპზე კომპანია ოთხ შვილობილ კომპანიას ფლობს. ორი თვის წინ თეგეტა მოტორსმა ქართულ ბაზარზე ძვირადღირებული ბრენდი "პორშე" შემოიყვანა.

კომენტარები