ყირგიზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალმაზბეკ ატამბაევმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ატამბაევმა ხმების დაახლოებით 60 პროცენტი მოაგროვა. კომისიის თავმჯდომარის თქმით , ეს ნიშნავს, რომ მეორე ტური საჭირო აღარ იქნება. ყირგიზეთი 5, 6 მილიონ მოსახლეს ითვლის. ქვეყანაში დისლოცირებულია აშშ-ს და რუსეთის სამხედრო ავიაბაზები. ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი ატამბაევი მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს.
ეუთოს დამკვირვებლებმა გააკრიტიკეს ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნები , აღნიშნეს, რომ ამ ქვეყანაში უკეთეს არჩევნებს ელოდნენ.