საქართველო ინტერნეტში

Google Map-ს საქართველოს დეტალური რუკა დაემატა

 აქამდე, Google Maps-ზე აღბეჭდილი საქართველოს რუკა დეტალურ ინფორმაციას არ იძლეოდა, მასზე მხოლოდ საზღვრები და ძირითადი ქალაქები იყო მითითებული. ამიერიდან, მისი მეშვეობით,  მსურველებს შეუძლიათ, საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ძირითადი ქუჩები მონახონ. Google Map-ზე დატანილი საქართველოს დეტალური რუკა, დაინტერესებულ ადამიანებს სხვა მხრივაც დაეხმარება. მაგალითად, მათ შეუძლიათ, გამოთვალონ მანძილი ორ კონკრეტულ პუნქტს შორის. თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოს რუკაზე აპლიკაცია ყველა თავისი სერვისს არ ახორციელებს.

რუკის შედგენაზე ორგანიზაცია OMC (Open Maps Caucasus) მუშაობდა, საჯარო რეესტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები